
ახლახან, მსახიობ თედო ბექაურის ოჯახი კიდევ 1 წევრით გაიზარდა. პატარა დანიელი ჯერ მხოლოდ 3 კვირისაა. როგორც თედომ აღნიშნა, უფროსმა შვილმა - დემეტრემ მამობა ასწავლა. შესაბამისად, მეორე შვილის დაბადებას უფრო ძლიერი ემოციით შეხვდა...
„მეორე შვილმა მეტი სიხარული და ბედნიერება შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში. თან, ახლა მე მყავს დატოვებული (იღიმის)... რა თქმა უნდა, პირველი და მეორე შვილის სიხარულის განცდაში განსხვავება არის, მაგრამ შვილი შვილია - ორივე ერთნაირად ძლიერად მიყვარს. პირველი შვილის შეძენის მოლოდინისას, ჯერ არ ვიცოდი, მამობა რა იყო. უფროსმა შვილმა მამობა მასწავლა. უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი მაპოვნინა და მშობლების ამაგი უფრო მეტად დავაფასე.
მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვეხმარებით. რომელ ჩვენგანსაც გვცალია, შვილებსაც ის უვლის. შვილების გაზრდაში ორივე ვმონაწილეობთ, უფრო მეტად - მეუღლე, რადგან თავად ძირითადად, სულ შინიდან გასული ვარ.
ამჟამად მცხეთის დრამატულ თეატრში ვმუშაობ. გარდა ამისა, სამსახურს კიდევ ვეძებ... თეატრში ხელფასი 500 ლარი მაქვს. მეორე სამსახური ამიტომ მინდა. მეუღლე არ მუშაობს. ბაკურიანში რომ სახლი გვაქვს (რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვებისას მოვიგე), იმას ვაქირავებთ... ცალკე ჩემი და მეუღლის მშობლებიც გვეხმარებიან... თავს ასე ვირჩენთ. ჯერჯერობით რამე დიდი პროექტი არ გამოჩენილა, რომელშიც მონაწილეობას მივიღებდი. ყველაზე მეტად ვისურვებდი, კინემატოგრაფი განვითარებულიყო და ამ სფეროში აქტიურად მემუშავა..." - განუცხდა ჟურნალ "გზას" თედო ბექაურმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე