რეზონანსი
11.11.2024

გუ­შინ, ჯგუფ "და­ი­ტო­ვეს" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას ჟურ­ნა­ლის­ტი ნანუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნიც შე­უ­ერ­თდა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის ყუ­რა­დღე­ბა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ქურ­თუკ­მა მი­იქ­ცია. ჟურ­ნა­ლის­ტის ფო­ტო­ე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი კო­ლა­ჟი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს, მათი თქმით, აქ­ცი­ა­ზე ჟორ­ჟო­ლი­ანს 18- ათას­ლა­რი­ა­ნი ქურ­თუ­კი ეცვა.

ფოტო კო­ლა­ჟი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავრცელ­დეა.

"სხვებს ლო­ბი­ა­ნებს აჭ­მევს და თა­ვად და­ით­ბუ­ნა ტანი“

"ჯერ რა­ტომ უნდა ღირ­დეს ნივ­თი ამ­ხე­ლა ფასი და მერე რა­ტომ უნდა გინ­დო­დეს ჩა­იც­ვა“

"მა­მა­მი­სის პატ­რონს რა ჭირს მო­სა­ტე­ხი?“ - წერ­დნენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

ჟურ­ნა­ლისტს კო­მენ­ტა­რის ჩა­სა­წე­რად და­ვუ­კავ­შირ­დით.

ნა­ნუ­კა ამ­ბობს, მისი ქურ­თუ­კი რე­ა­ლუ­რად გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ღირს და ამა­ვე დროს, მა­შინ შე­უძ­ლი­ათ მისი ტან­საც­მლის ფა­სის დათ­ვლა, რო­დე­საც ის სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე იქ­ნე­ბა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში არა­ვი­სი საქ­მე არ არის, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­მოსს ჩა­იც­ვამს

„ქურ­თუ­კი 4000-ლა­რი­ა­ნია, ეს ერთი და მე­ო­რე, მე სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე ვარ? - მე ხალ­ხის ფუ­ლით ვფი­ნანსდე­ბი? - ამი­ტომ ვისი რა საქ­მეა რა ღირს ჩემი ქურ­თუ­კი. ეს და­უთ­ვა­ლონ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, რომ­ლე­ბიც მათი ფუ­ლით ფი­ნანსდე­ბი­ან. მე სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, ხალ­ხის ფუ­ლით არა­სო­დეს დავ­ფი­ნან­სე­ბულ­ვარ და თუ მინ­და, 100-ათას­ლა­რი­ან ქურ­თუკს ჩა­ვიც­ვამ.

 გარ­და ამი­სა, რა იცი­ან, მე ვი­ყი­დე თუ სხვამ მა­ჩუ­ქა. სულ რომ მე მე­ყი­და, მაქვს იმის უფ­ლე­ბა და ფუ­ფუ­ნე­ბა ასე­თი ქურ­თუ­კი ვი­ყი­დო. სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ ქურ­თუ­კის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 4700 ლა­რია. მე­ო­რე სა­კი­თხია მე ვი­ყი­დე, თუ არა, მაგ­რამ ან­გა­რიშს არა­ვის ჩა­ვა­ბა­რებ, მე არ ვარ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე. რა ქურ­თუკ­საც მინ­და, იმ ქურ­თუკს ჩა­ვიც­ვამ. რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე გავ­ხდე­ბი, ამ ხალ­ხის ფუ­ლით დავ­ფი­ნანსდე­ბი, რო­გორც დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მა­შინ რაც უნ­დათ ის და­მით­ვა­ლონ. ოღონდ იცო­დეთ, რომ არა­სო­დეს სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე არ გავ­ხდე­ბი.

რო­დის­მე არ მეც­ვა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტან­საც­მე­ლი? სამ­წუ­ხა­როდ, ამ ადა­მი­ა­ნებს უნდა ვუ­თხრა რომ ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი არის ძა­ლი­ან კარ­გი იმის­თვის, რომ ვი­ცხოვ­რო ისე, რო­გორც მინ­და და არა მხო­ლოდ მე, ჩემ­მა ოჯახ­მაც“ - განუცხადა "ამბებს" ტელეწამყვანმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×