რეზონანსი
13.11.2024

თბი­ლის­ში, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბი­ნა­ში, 2 ახალ­გაზ­რდა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 23 წლის ბიჭი და 26 წლის გო­გო­ნა წინა დღით არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. მე­გო­ბარ­მა გან­გა­ში მას შემ­დეგ ატე­ხა, როცა ლაშა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხობ­და. საქ­მე­ში პო­ლი­ცია ჩა­ერ­თო და ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში პო­ლი­ცი­ამ ქალ-ვა­ჟის ცხედ­რე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

„გარდაცვლილები ლაშა მინდელი და ელენე ძინძიბაძე არიან. 26 წლის ელენე ქმარს გაშორებული იყო და თბილისში მუშაობდა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ლაშა კი დედისერთა იყო. 

ახლა ვერავინ იტყვის თუ რა მიზეზით დატრიალდა ეს ტრაგედია. იმედია, გამოძიების შემდეგ ყველაფერს მოეფინება ნათელი.

ეს არის ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი, რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილები დედას და მამას სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს.

დედამიწაზე ამ ნაიარევს არც ერთი წამალი არ შველის...  ტკბილად იძინეთ...

გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები თქვენი დედებისთვის?“ - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×