
„ჩვენ, ყველამ ერთად შეუძლებელი შევძელით, სასწაული მოვახდინეთ და ბავშვებს ბინა გადავეცით საჩუქრად“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დიკა სალაყაია წერს და ვიდეოს ავრცელებს.
როგორც სალაყაია საზოგადოებას უყვება, უდედოდ დარჩენილ ბავშვებს, თავის სახლი ექნებათ.
სალაყაია ყველას მადლობას უხდის, ვინც უდედოდ დარჩენილი ბავშვებისთვის ქველმოქმედება გაიღო.
სალაყაია საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის იმ მცირეწლოვანი ბავშვების შესახებ, რომელთაც დედა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალათ.
„დაიჯერე, ეს შენი ზღაპარია! ღმერთო, გამოგვივიდა! ჩვენ, ყველამ ერთად შეუძლებელი
შევძელით, სასწაული მოვახდინეთ და ბავშვებს ბინა გადავეცით საჩუქრად.
მათ საოცარი და „ღუნღულა” ჭერი მოვუწყვეთ. ბავშვებმა ბოლო წუთამდე არ იცოდნენ არაფერი. მადლობა ჩემო სასწაულო ქართველებო! ახლა უდედოდ დარჩენილი ოთხი ობოლი ნამდვილ ზღაპარში იცხოვრებს…“ – წერს დიკა სალაყაია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე