
რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გარდაცვლილი 24 წლის ლევან ლოხიშვილია. იგი ხერსონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებისას დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ქართველების ცნობით, ის აფეთქებას ემსხვერპლა. მასთან ერთად ასევე გარდაიცვალა სამი უკრაინელი მებრძოლი.
ლევან ლოხიშვილი ცნობილი "ინფლუენსერის" თამაზ ლოხიშვილის (თამაზას) ძმაა. მას სამშობლოში ორშაბათს ჩამოასვენებენ.
"ასეთ მწარე სიკვდილს არ იმსახურებდით ძმებო" - წერს ინფლუენსერი. ცნობილია, რომ მას მეორე ძმა 2001 წელს ავარიით დაეღუპა.
"2001 წელს ძმა გარდამეცვალა ბიძაჩემთან ერთად, ავარია მოხდა, მანქანა აფეთქდა. შიგ ჩაიწვნენ… ჩემმა ძმამ 18 დღე იცოცხლა, ბიძაჩემმა - 3.
ერთი ძმა მყავს, 22 წლის. როგორც კი ომი დაიწყო, უკრაინაში, მესამე დღეს წავიდა თავის ძმაკაცებთან ერთად", - ამბობდა ის ერთ-ერთ გადაცემაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე