რეზონანსი
25.11.2024

საპტოტესტო აქციის მონაწილე, მაკუნა გოჩიაშვილი ოპოზიციას მიმართავს:

"არ მაინტერესებს, სად გაემგზავრა გვარამია! ჯერ ერთი მე გვარამიას აქციაზე არ ვათევ მეხუთე ღამეს და არც არავინ აქ მდგომი. მე ვათევ გამარჯვებული ხალხის არჩევანისთვის - კოალიციური პარლამენტისთვის - რომელიც მოგვპარეს. მერე მეორე, გვარამია სიაში არცაა და მისი პარტიის უმრავლესობა - მალაშხია, ჯაფარიძე, ვაშაძე თუ მელია და სხვები - ყველა ღამე აქ ათენენებდა ჩვენთან ერთად. თუ ისევ ვინმეზე უნდა გვქონდეს პრეტენზია ოპოზიციიდან, ის ლიდერები არიან, ვისაც თბილად ეძინა, სანამ ხალხი ხმებს იცავდა ქუჩაში."

არ შეიძლება რომ ახლა ამ კრიტიკულ მომენტში, როცა სრულიად სასოწარკვეთილი ხალხი ვდგავართ პარლამენტის წინ, ნება იბოძონ არჩეულმა ოპოზიციამ და სიტყვით მოგვმართონ? გვესაუბრონ გულწრფელად სადღეგრძელოების გარეშე. დიალოგის რეჟიმში? ვის სადღეგრძელოებს ვისმენ ახლა რა სიგიჟე ხდება? 15 საათია აქ ვარ, არავის ვაყვედრი, ჩემთვის ვდგავარ, არავისთვის სხვისთვის. მარა თქვენ სად ხართ ვინც აგირჩიეთ??? გამოდით და გვესაუბრეთ დიალოგის რეჟიმში. დიალოგის! ოთხივე ოპიზიციის ლიდერები. არჩეულებო. ვიღაცის ბოდვა სადღეგრძელოებს რატო ვუსმენთ???

უმაქნისი ოპოზიცია ხართ. სათითაიდ ოთხივე. და რომ იცოდეთ, უმრავლესობამ ხმა ,,არა ქოცებს" პრინციპით მოგეცით. ეგეც ვერ დაიცავით. მეყოლეთ ვარდივით! ტფუი" - წერს მაკუნა გოჩიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×