რეზონანსი
26.11.2024

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ვერაფრით ინელებს ოპოზიციის მარცხს და მორიგ მწვავე მიმართვას ავრცელებს:

„რა ხდებოდა არჩევნებამდე. ლიდერები გვარწმუნენდნენ რომ გაყალბების შანსი არ იყო.

გვარწმუნებდნენ რომ რუსი დიქტატორი, ტექნიკურად უნაკლო აპარატებით, ჩაატარებდა არჩევნებს და რაც მთავარია, არჩევნებით წავიდოდა.

არ გამართლდა არც ერთი პროგნოზი. დიქტატორმა არჩევნები გააუქმა.

გავბრაზდით, ნიჰილიზმში ჩავარდით, შემდეგ ვიკითხეთ რა არის გეგმა B. ვერც კი წარმოვიდგინეთ, რომ ამდენი პოლიტიკოსისგან (რომლებსაც ქვეყანას ვანდობდით სამართავად) არცერთს ჰქონდა დაშვებული დიქტატორი რომ დემოკრატი ვერ გახდებოდა.

შეგვეძლო უფრო ღლეობების ფიქრიც, მაგრამ საკუთარ თავს ქოცობაში ჩავუთვალეთ.

ავდექით, ერთმანეთი ფეხზე წამოვაყენეთ, ლიდერები იქეთ ვამშვიდეთ, “კაი ვის არ მოსვლია ძმაო” და ბრძოლას შევუდექით.

რა ხდება? რევოლუციის კოლონებს ვაანონსებთ და საათობით წვიმაში გალუმპულ ხალხს, არ ვეუბნებით უმარტივეს დღის წესრიგსაც კი. ისევ სადღეგრძელოები ისმის!

არ ტეხავს თქმა, “არ ვიცით რა ვქნათ მეგობრებო”. ხალხს ჰკითხოთ, რა ჯობია, რომელი გზა, მოკლეზე გადაჭრა და თუ დიდ წრეზე წასვლა.

არაფერი ტეხავს და განსაკუთრებით წყენების და ბრაზის გაცხადება! ტეხავს ამის მიუღებლობა.

ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა რომ ბრძოლას აქვს აზრი!

ამიტომ ადრე მოგწყენიათ განსხვავებული აზრის მოსმენა. ყველაფერი აწი იწყება.

თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! ეს ხალხი ყოველ დღე უნდა ვახსენოთ”, – ამბობს ჟორჟოლიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×