რეზონანსი
27.11.2024

უმძიმეს ავარიაში მოყოლილი ნიაკოს და თათულის დედამ სოფიო ხარშილაძემ რამდენიმე საათის წინ ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა. მან იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ლე­ვან ტა­რუ­აშ­ვი­ლის შესახებ დაწერა:

"ნიაკოს პირადი ღმერთი. მადლობა სასწაულისთვის ჩემი გოგოს მეორედ დაბადებისთვის".

უფრო ადრე კი ასეთი შინაარსის ტექსტი გააზიარა:

"სასწაული მაშინ ხდება, როცა ადამიანი ყველაფერს გაიღებს ოცნებისათვის, რომლის ასრულებისაც არავის სჯეროდა".

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით მძიმედ დაშავებული გო­გო­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა და უფრო მე­ტიც, ნი­ა­კო და თა­თუ­ლი უკვე გონ­ზე მო­ვიდ­ნენ. სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბავი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რეჟისორმა სან­დრო ელოშ­ვი­ლმა გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×