რეზონანსი
05.12.2024

მსა­ხი­ო­ბის სახ­ლში 4 დე­კემ­ბერს, კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ერთი ნაწილი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად გა­ი­ფიც­ა. მათი განცხადებით, აპ­რო­ტეს­ტე­ბენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბას და დე­მონ­სტრან­ტებ­ზე ძა­ლა­დო­ბას. 

აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე მსა­ხი­ობ­ი ბაჩო ქა­ჯა­ი­ა ამბობს, რომ ქვეყანაში პრო­ტეს­ტის ჩახ­შო­ბა სა­ო­ცა­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით ხდე­ბა ე.წ. სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. გა­ფიც­ვით კი, პირ­ველ რიგ­ში, მხარ­და­ჭე­რას უ­ცხა­დებენ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში დგა­ნან, რათა მათ მი­მართ ძა­ლა­დობ­ა შე­ჩერ­დეს.

„კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო­დან, არ­ჩევ­ნე­ბი­თა თუ სხვა კა­ნო­ნი­ე­რი გზით ვე­ცა­დეთ, არ­ჩე­ვა­ნი დაგ­ვე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა, რო­მე­ლიც ასე­ვე წაგ­ვარ­თვეს. ამას­თან და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცე­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი შეგ­ვი­ჩე­რეს. კონ­სტი­ტუ­ცია აქაც და­არ­ღვი­ეს და თავ­ზე დაგ­ვა­ხი­ეს. ამი­ტომ გვრჩე­ბა ქუჩა და სა­ყო­ველ­თაო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გზა, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­ვაბ­რუ­ნოთ თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ში.

ბევ­რი და ყვე­ლა­ნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლი გვყავს. ამი­ტო­მაც გა­ფიც­ვით, ამ პრე­ცე­დენ­ტით გვინ­და, რომ ეს სა­ყო­ველ­თაო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა გა­დამ­დე­ბი გახ­დეს. უმ­ძი­მე­სია იმის მოს­მე­ნა, როცა ამ­ბო­ბენ, რომ ქუ­ჩა­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხი კი არა, რა­ღაც ძა­ლა­დობ­რივ ჯგუ­ფე­ბი დგა­ნან, მა­შინ როცა ქუ­ჩა­ში 100 ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ვდგა­ვართ და დღე და ღა­მეს ვას­წო­რებთ. ამ ყვე­ლაფ­რის მკა­ფი­ოდ და­ფიქ­სი­რე­ბა გვინ­და...

ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ნი ერთ აზ­რზე ვართ, უბ­რა­ლოდ ზოგს შე­უძ­ლია ამის გა­მო­ხატ­ვა, ზოგს - არა. თუკი ვინ­მე არის გა­მო­ნაკ­ლი­სი, ეგ არ ვიცი, თუმ­ცა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ეს ძა­ლა­დო­ბა მოგ­წონ­დეს, უმო­წყა­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის ცე­მას და ყვე­ლა­ნა­ი­რი ჩარ­ჩო­დან გას­ვლას მხარს უჭერ­დე?! არ მგო­ნია, მა­ინც ვინ­მე ამას ამარ­თლებ­დეს, შიგ­ნით, გულ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სხვას ფიქ­რობს. ამი­ტომ ამ ადა­მი­ა­ნებს ვაძ­ლევთ მა­გა­ლითს, პირ­ველ რიგ­ში მსა­ხი­ო­ბებს, რე­ჟი­სო­რებს, თე­ატ­რებს. სამ­წუ­ხა­როა, რომ მათი ასე­თი პო­ზი­ცი­აც სის­ტე­მის პრობ­ლე­მაა.

ახლა ჩვენ­მა სცე­ნი­დან სათ­ქმელ­მა პრო­ტეს­ტის სახე მი­ი­ღო და გა­და­ი­ნაც­ვლა ქუ­ჩა­ში, გა­და­ვი­და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­სა და გა­ფიც­ვა­ში, რად­გან, რო­გორც ჩანს, საკ­მა­რი­სი აღარ არის სცე­ნი­დან, ჩვე­ნი ხე­ლოვ­ნე­ბით, ხე­ლო­ბით ნათ­ქვა­მი სი­ტყვა", - განუცხადა "ამბებს" ბაჩო ქაჯაიამ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×