რეზონანსი
06.12.2024

მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკო ნანიტაშვილი ტელეკომპანია POSTV-ში აღარ მუშაობს. ასეთი შინაარსის პოსტი დაწერა სოციალურ ქსელში, მოგვიანებით კი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

დღეს, კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ტელევიზია დატოვა.

„არ შეიძლება ყოველდღიურად ვიღვიძებდეთ ამ მარაზმში, სისხლში და სიბინძურეში. არ შეიძლება მთელი ეს წლები ვედაროთ წინა სადისტურ მოპყრობებს და ვარკვიოთ მაშინ უფრო სასტიკად უსწორდებოდნენ ხალხს თუ ახლა. ხალხის უმოწყალოდ ცემა, ეკლესია-მონასტრების ნგრევა, ტელევიზიების დარბევა რომ არ გვინდოდა, შევცვალეთ მთავრობა უკეთესი მომავლის იმედით!!! მიმიფურთხებია ყველა ჯალათისთვის, ვინც თავის მოქალაქეს ასე ექცევა, ვინც წაქცეულ კაცს, მოხუცს და ქალს ხელს დაარტყამს...

მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც ქვეყნის ჩამონგრევას ცდილობს საკუთარი კეთილდღეობის გამო. მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც არა რუსეთს ყვირის და რუსული ფულით ცხოვრობდა და ცხოვრობს დღემდე. მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც საქართველოს დამონებას და განადგურებას ლამობს... არ შეიძლება განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთი ვლანძღოთ, მიწაში ჩავდოთ და წიხლები ვურტყათ... ეს არაა ევროპა, ეს არ არის დემოკრატია, ეს აღარაა სიყვარული... არა ძალადობას!!!

არა ძალადობას!!! საქართველოს გაუმარჯოს!! ერთიანს, კაცთმოყვარეს და ევროპულს. რუსეთი ოკუპანტია... პუტინის დედას შე*ეცი, ყველგან და ყოველთვის... დიდება გმირებს, ვინც საქართველო და ქართველობა შემოგვინახა. ყველას გაუმარჯოს, ვინც ნამდვილად, გულით და სულით,სამშობლოს სიყვარულისთვის იბრძვის!!!" - დაწერა „პოს ტვ"-ის გადაცემა „ნიკოს შოუს" წამყვანი, ნიკო ნანიტაშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×