რეზონანსი
07.12.2024

თბი­ლის­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ქა­ლის შვი­ლი პოსტს ავ­რცე­ლებს და ამ­ბობს, რომ ტყუ­ი­ლია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს დე­და­მი­სი აქ­ცი­ა­ზე მის დასახმარებლად მი­დი­ო­და.

თა­მუ­ნა კუბ­ლაშ­ვი­ლი წერს, რომ ელზა მე­ბუ­რიშ­ვილს სურ­და სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალი მო­ე­ხა­და და ამი­ტომ მი­დი­ო­და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე.

„ყვე­ლამ ვი­ცით ქვე­ყა­ნა­ში რა სი­ტუ­ა­ცი­აა და ყვე­ლას გვტკი­ვა გული, თუმ­ცა ჩემი ტკი­ვი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა თქვე­ნი პი­ა­რის­თვის, ტყუ­ი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და მსგავ­სი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ით ცე­ცხლზე ნავ­თის დას­ხმა ამაზ­რზე­ნია!

დე­და­ჩე­მი აქ­ცი­ა­ზე მო­დი­ო­და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალი მო­ე­ხა­და და არა იმი­ტომ, რომ ვი­ღაც მცემ­და!ის­წავ­ლეთ სხვი­სი პი­რა­დი სივ­რცის პა­ტი­ვის­ცე­მა და და­ტო­ვეთ რამე წმინ­და!" - წერს გარ­დაც­ვლი­ლის შვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ტრა­გე­დია თბი­ლის­ში წუ­ხელ დატ­რი­ალ­და. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ქალ­ბა­ტო­ნი ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, როცა ის რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მი­დი­ო­და. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა ფო­ნი­ჭა­ლა­ში მოხ­და. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ გარ­დაც­ვლი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ელზა მე­ბუ­რიშ­ვი­ლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×