რეზონანსი
16.12.2024

ლესის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ბიჭი, უბედური შემთხვევის შედეგად ჯერ საწოლს მიეჯაჭვა, შემდეგ კი გარდაიცვალა:

„დაბადებიდან ყველას თავისი ბედი დაჰყვება,მაგრამ რატომ გქონდა ასეთი მძიმე ხვედრი კეთილ,ლამაზ, ჭკვიან ახალგაზრდას.

გაცილებთ უკანასკნელ გზაზე,ვწუხვართ და გვახსოვს შენი მოსწავლეობა .კარგ მომავალს გიწინასწარმეტყველებდნენ.

უბედურმა შემთხვევამ წლებით მიგაჯაჭვა საწოლს. უკანასკნელი იმედი საფრანგეთი იყო, მკურნალობის თვალსაზრისით არაფერი დაგკლებია, მაგრამ ყველაფერი უძლური აღმოჩნდა.

ვუსამძიმრებთ შენს ოჯახს, ახლობლებს, მთელ სოფელს.

ღმერთს ებარებოდე, ჩვენო კახა, მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მშობლიური სოფლის მიწა!“ - წერია სამძიმრის წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×