რეზონანსი
18.12.2024

ნინი ბადურაშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საახალწლო კონცერტში მონაწილეობას მიიღებს სიცრუეს უწოდებს. მომღერლის თქმით, სანამ გამოცემები ინფორმაციას გაავრცელებენ, ჯერ უნდა გადაამოწმონ.

„არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში არ ვიღებ მონაწილეობას. ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ. ყველა კონცერტი გაუქმებულია. ბოლო ინფორმაცია რაც დაიდო არის სიცრუე და მედიებს გთხოვთ, სანამ ინფორმაციას დადებთ, დარეკეთ და გადაამოწმეთ“, – წერს ბადურაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ნინი ბადურაშვილის და ანრი ჯოხაძის საახალწლო კონცერტში მონაწილეობის შესახებ ცნობა „ნეტგაზეთმა“ და „მთავარმა არხმა“ გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, ანრი ჯოხაძესა და ნინი ბადურაშვილს, 29 დეკემბერს ლაგოდეხში საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ბიუჯეტიდან 25 250 ლარს გადაუხდიან. ამის შესახებ ინფორმაცია "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×