რეზონანსი
18.12.2024

37 წლის ნინი შერმადინმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ როგორც მომღერალმა,

მუსიკოსმა და ავტორ-შემსრულებელმა ვერ შექმნა ისეთი კარიერა, რომ ფინანსურად საკუთარ ნიჭზე ყოფილიყო დამოკიდებული, ამიტომ ის სტაბილურ სამსახურს ეძებს:

„გამარჯობა მეგობრებო, ცოტა რთულია ამ პოსტის დაწერა ჩემთვის, მაგრამ სიმართლეა და ამ სიმართლეს ვერ გავურბივარ. როგორც მომღერალმა, მუსიკოსმა და ავტორ-შემსრულებელმა, ვერ გავიკეთე ისეთი კარიერა, რომ ფინანსურად საკუთარ ნიჭზე ვყოფილიყავი დამოკიდებული. მოკლედ რომ ვთქვათ, არ მემღერება, ბევრი მიზეზის გამო. ამ მომღერლობითაც ბევრს ვერაფერს მივაღწიე, ასე რომ, მეგობრებო, ვეძებ სტაბილურ სამსახურს, ვიცი 4 ენა: ინგლისური, რუსული, ბერძნული და ქართული. მაქვს საბანკო გამოცდილება, customer service უმაღლეს დონეზე. თუ ვინმეს გაქვთ ვაკანსია ან იდეა, სად შეიძლება გამოგადგეთ, მომწერეთ. მადლობა წინასწარ", - დაწერა მომღერალი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×