რეზონანსი
19.12.2024

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის მიმართვას, რომ „არ დაუშვან ნუცა გრემის დაჯილდოებაზე" ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს.

აღნიშნული პოსტის ქვეშ, მოქალაქეები ნუცას აბულინგებენ.

„მეც გავაზიარებ, რომ უფრო ბევრმა მისწეროს „გრემის აკადემიას".

ეს ისე, ხუმრობით... თუმცა, სახუმარო არაფერია. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წაართვას სიბოროტემ აზროვნების უნარი ადამიანს. უკვე არც კი ვიცი, რა დავარქვა ასეთ საქციელს...

ადამიანი, რომელიც თავისი შეხედულებებისთვის იბრძვის და კეთილი სურს საკუთარი ქვეყნისთვის, ასე არ იქცევა. ჭეშმარიტ პატრიოტს უხარია და არ სწყინს მისი თანამემამულის წარმატება. სამშობლოსთვის გულანთებულს არც დრო რჩება ასეთი სიბოროტის განსახორციელებლად.

ეს არის კლასიკური მაგალითი ვერდატეული შურისა და სიბოროტისა!

მებრალება ყოველი ასეთი ადამიანი! მე კი სიყვარულით ვივლი. უფალს ებარებოდეთ!", - წერს ნუცა ბუზალაძე.

„დაიტოვეს" ერთ-ერთმა აქტივისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „გრემის" ოფიციალურ გვერდს მისწერა, დაჯილდოებაზე ნუცა ბუზალაძე არ დაუშვან. იგი ამ მიმართვაზე სხვა აქტივისტებისგან მხარდაჭერას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×