
ჟურნალისტი და "ფორმულას" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც ირკვევა მას პროგრესირებადი ენცეფალიტი აქვს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ლაფერაშვილის მეგობრები, ჟურნალისტები საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.
„აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ ხალხნო, ჩვენს ლაფერას ვჭირდებით“,
„დღეს უნდა გავერთიანდეთ მისთვის“,
„ჟურნალისტს, 3 ტყუპის მამას, გიორგი ლაფერაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება“,
„უნდა გადავარჩინოთ, ჩვენი ლაფერა - ძალიან გთხოვთ მეგობრებო“, – წერენ გიორგი ლაფერაშვილის მეგობრები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე