რეზონანსი
27.12.2024

 "სიტყვები გააკონტროლეთ, პარტიიდან პარტიაში მოხტუნავეებო... მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს ჩემი პროფესიით" - რას წერს "თეატრალურის კვარტეტის" წევრი კობა ჭეფხოძე

"თე­ატ­რა­ლუ­რის კვარ­ტე­ტის" წევ­რი, კობა ჭე­ფხო­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს. მომ­ღე­რა­ლი იმ ადა­მი­ა­ნებს მი­მარ­თავს, რომ­ლე­ბიც „ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან მისი პო­ზი­ცი­ით".

"ქარ­თვე­ლო­ბას და ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულს ნუ მას­წავ­ლით, პარ­ტი­ი­დან პარ­ტი­ა­ში მოხ­ტუ­ნა­ვე­ე­ბო, სი­ტყვე­ბი გა­ა­კონ­ტრო­ლეთ, მე ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემს სამ­შობ­ლოს ჩემი ადა­მი­ა­ნო­ბით და პრო­ფე­სი­ით" - წერს ჭე­ფხო­ძე

- მო­გე­სალ­მე­ბით ყვე­ლას. ვინც მიც­ნობს, ალ­ბათ ისიც იცის, რომ არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში „კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე კა­კუ­ნით". მინ­და მივ­მარ­თო ჩემს ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლებს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან ჩემი პო­ზი­ცი­ით. მინ­და მათ ვუ­თხრა კი­დევ ერთხელ, რომ ვე­მიჯ­ნე­ბი ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას, სა­ქარ­თვე­ლო არის ევ­რო­პა და ის აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი. რუ­სე­თი მტე­რია და ოკუ­პან­ტი, აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა, სა­მა­ჩაბ­ლო სა­ქარ­თვე­ლოა. მე და ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნებს გვინ­და ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც მივ­მარ­თავ და ძა­ლი­ან კარ­გად მიხ­ვდე­ბი­ან ვი­საც მივ­მარ­თავ, ქარ­თვე­ლო­ბას და ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულს ნუ მას­წავ­ლით, ძა­ლი­ან გთხოვთ, თქვენ მარ­თლა პარ­ტი­ი­დან პარ­ტი­ა­ში მოხ­ტუ­ნა­ვე­ე­ბო. სი­ტყვე­ბი გა­ა­კონ­ტრო­ლეთ და ერთი ად­გი­ლი და­ა­ყე­ნეთ და მერე მას­წავ­ლეთ ჭკუა და ის­წავ­ლეთ ისიც, რომ სამ­შობ­ლო, დედა, მამა, ოჯა­ხი და სარ­წმუ­ნო­ე­ბა ძვირ­ფა­სია და მერე მე­ლა­პა­რა­კეთ სხვა და­ნარ­ჩენ­ზე. მე ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემს სამ­შობ­ლოს ჩემი ადა­მი­ა­ნო­ბით და პრო­ფე­სი­ით და სხვა პრე­ტენ­ზია არ გა­მაჩ­ნია თქვენ­სა­ვით. ად­გი­ლი იპო­ვეთ და თავი იპო­ვეთ და და­მი­ჯე­რეთ, სამ­შობ­ლოს უფრო გა­მო­ად­გე­ბით.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტი სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×