რეზონანსი
28.12.2024

UFC-ის ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ქალი ლი­ა­ნა ჯო­ჯუა მა­მა­მი­სის, გელა ჯო­ჯუ­ას (გელა ტბილისკი) და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ წერს. მისი თქმით, მის მა­მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ე­წყო სა­მარ­თლებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი. რო­გორც მებ­რძო­ლი წერს, სა­ბო­ლო­ოდ ია­რა­ღი და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა “ჩა­უ­დეს“ და გელა ჯო­ჯუა ისე და­ა­პა­ტიმ­რეს.

“ჩემი მამა გელა ჯო­ჯუა თურ­ქეთ­ში 4 წლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­დე­პორ­ტეს სა­პას­პორ­ტო რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვის გამო, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და და­ი­წყო პირ­ვე­ლი უკა­ნო­ნო­ბა. თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში თით­ქმის ერთი კვი­რა ჰყავ­დათ უკა­ნო­ნოთ და­კა­ვე­ბუ­ლი. იძუ­ლე­ბულს მხდიდ­ნენ ამე­ღო ბი­ლე­თე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, რომ წა­მეყ­ვა­ნა.

რამ­დენ­ჯერ­მე ცდი­სა და აე­რო­პორ­ტში ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, იგი და­ა­პა­ტიმ­რეს. 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ძა­ლი­ან დიდი ზე­წო­ლა იმა­ზე, რომ მას შე­ეც­ვა­ლა გვა­რი და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო რა­ზე­დაც მან კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და!

და­ე­მუქრნენ ჯერ ია­რა­ღის და შემ­დეგ ნარ­კო­ტი­კე­ბის ჩა­დე­ბით, რომ და­ალ­პობ­დნენ ცი­ხე­ში!!! 9 თვი­ა­ნი უსა­მარ­თლო პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, ბოლო სი­ტყვით მო­სა­მარ­თლეს მი­მარ­თა რომ მას და­ი­ჭერ­დნენ გას­ვლის­თა­ნა­ვე ია­რა­ღის ან ნარ­კო­ტი­კის შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, ამი­ტომ ჯობ­და სა­სა­მარ­თლოს შე­უ­რა­ცხყო­ფის ბრალ­დე­ბით 6 თვე და­მა­ტე­ბით მი­ე­სა­ჯა.

მო­სა­მარ­თლე ჯინ­ჯო­ლი­ამ იგი მა­ინც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და 5 დღე­ში და­ნა­პი­რე­ბი აუს­რუ­ლეს: ია­რა­ღი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კო­კა­ი­ნი ისე გა­უ­ფორ­მეს, რომ თვა­ლი­თაც არ უნა­ხია! გა­და­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა თურ­მე არ ჰქონ­დათ, ტე­ლე­ფო­ნე­ბი გა­უ­ფუჭ­და თუ...

ერთი სი­ტყვით ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა სა­მარ­თლებ­რივ სივ­რცე­ში… არ მე­გო­ნა რომ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ე.წ “ჩა­დე­ბე­ბი” კი­დევ ხდე­ბო­და. სა­სა­მარ­თლო არ არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. ამ ქვე­ყა­ნა­ში, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბით არა­ვინ არაა და­ცუ­ლი,“ - წერს ლი­ა­ნა ჯო­ჯუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×