გასულ შაბათს, ნოდარ მელაძის გადაცემიდან ცნობილი გახდა, რომ ექიმების გუგა კუზანოვისა და ნინო ნადირაძის ვაჟი ივა კუზანოვი ერთ-ერთი იყო იმ ახალგაზრდებიდან, რომლებიც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებზე იდგა. მანამდე კი აქციებს შეუერთდა მისი მაზლი, ალექსანდრე კუზანოვი.
რას ფიქრობს ამ ყველაფერზე ნინო ნადირაძე, რომელიც ღიად უჭერს მხარს ხელისუფლებას?
"ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი ერთმანეთთან არასოდეს იქნება დაპირისპირებული. არცერთი მიზეზის გამო და მითუმეტეს პოლიტიკის. ჩემს შვილს პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებს, მას რა კითხვებიც ჰქონდა გავეცი პასუხი, რომ არანაირი რუსეთისკენ ქვეყანა არ მიექანება. ჩემი არგუმენტები მან საკმაოდ მყარად მიიჩნია. ერთხელ იყო მიტინგზე, რომ დახმარებოდა, რადგან სამედიცინოს სტუდენტია, ეხმარებოდა, არც დაზიანებულა. წყალიც მიესხა, რა ვქნა, რევოლუცია როცა ეწყობა, იქ ფიზიკურადაც დაზიანდები.
ჩემი მაზლი არის 48 წლის, მე უნდა ჩამაბაროს ანგარიში აქციაზე ივლის თუ არა? - ალეკოს თავისი პოზიცია აქვს, მე - ჩემი. ზუსტად ამას ვამბობ, რომ ამ ქვეყანაში არის დემოკრატია და უნდა გავუფრთხილდეთ ამას.
ჩვენ ოჯახის წევრები, ივიკოს ჩათვლით ერთმანეთს ყველაფერში მხარს ვუჭერთ. ივამ თავისი თვალით ნახა, როგორ იყენებდა ძალიან ბევრი არაკეთილსინდისიერი საკუთარი დედის წინააღმდეგ. გაოცებული იყო, რატომ ფიქრობს ეს ხალხი, რომ დედაზე უარს ვიტყვიო. შეიძლება შეხედულებაზე ვთქვა უარი, მაგრამ დედაზე უარს არ ვიტყვიო. ჩვენი ოჯახი არის ერთ მუშტად შეკრული და ნორმალურ, საღად მოაზროვნე ადამიანებში შეუძლებელია პოლიტიკა გახდეს ზიზღისა და ერთმანეთის დაპირისპირების მიზეზი. შეუძლებელია ერთ დღეს გათენდეს და საყვარელი ადამიანი, მისი პოლიტიკური შეხედულების გამო შეიზიზღო.

იმედი მაქვს რაღაც პერიოდის შემდეგ ყველა გაანალიზებს ამას. მე მაინც ჩემს ქვეყანას მშვიდობას და კეთილგონიერებას ვუსურვებ. ევროპულობა განსხვავებული აზრის მიმღებლობაა. სხვა შემთხვევაში განსხვავებული აზრის მიუღებლობა, არ არის ევროპული. სანამ ამას არ ვისწავლით, ჩვენ ვიქნებით პირველყოფილი საზოგადოება და ასე ვერ გავფრინდებით. ჩემთვის ყველას განსხვავებული აზრი მისაღებია და თუ ჩემი აზრი ვინმესთვის ისეთი მიუღებელია, რომ სიკვდილს მისურვებს, ეს მისი პრობლემაა" - განუცხადა "ამბებს" ნინო ნადირაძემ.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე