
მომღერალმა ნუცა ბუძალაძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. გუშინ, 4 იანვარს ბათუმში რამდენიმე აქტივისტი ნუცას კონცერტზე მივიდა, აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოები მიიტანა, მომღერლის მისამართით კი გაჰყვიროდნენ - „სირცხვილია“, „სირცხვილია“
„დღეს 5 ცალი ცაკალელი ფაშისტი გვესტუმრა კონცერტზე. თან თბილისიდან ბათუმში ჩამოსვლა არ დაეზარათ. ისე, 5 წუთში კი გამოაბუნძულა ხალხმა კონცერტიდან, მაგრამ მე მინდოდა ცოტა ხნით კიდევ დარჩენილიყვნენ, იქნებ ოდნავ მაინც ეგრძნოთ სიყვარული და სინათლე, მაგრამ მგონი მაგათ ბოლომდე თავიანთ სიბოროტეში განადგურება უწერიათ. ალბათ, ჩვენ ვეღარ დავეხმარებით, სამწუხაროა. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წერს,“ – დაწერა ნუცა ბუზალაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე