
მომღერალი ნინო ძოწენიძე, რომელიც რესტორან "ბაბილოში" მღერის, სოციალურ ქსელში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს. მისი აზრით, "ბაბილოსთან" მომხდარის აცილება შეიძლებოდა:
„ხომ შეიძლებოდა გუშინ ამ ყველაფრის აცილება?! რატომ ასხამთ ცეცხლზე ნავთს?! ანუ ამდენი ახალგაზრდა ციხეში გამოკეტეთ და ახალ წელს ამ ახალგაზრდების დედებს ტირილში გაატარებინეთ და შენ გინდა ისე იქეიფო, რომ არ შეწუხდე?! ეგრე არ გამოვა, არა!..
მეც არ მომწონს და ცუდი სანახავია ამ ხნის ადამიანზე კვერცხების სროლა თავში, მაგრამ რატომ გადაგყავთ ხალხი ჭკუიდან, რატომ?! შენი შვილი რომ დაეჭირათ და მეორე დღეს ექეიფათ, შენც იმავეს იზამდი, ვინც ამას კითხულობ და არ მეთანხმები, დამიჯერე…“ - დაწერა ძოწენიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე