
12 ოქტომბერს, ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, დასთან ერთად დაშავებული 15 წლის ნიაკო სამკურნალოდ თურქეთში, სტამბოლში გაემგზავრა.
„ყველაზე დიდი ბრძოლისთვის მზად ვართ…
12 ოქტომბერი, ჩემი გოგოები, უსაშინლესი დღე. უსაშველო გზა და ერთ წამში ჩამოქცეული მთელი სამყარო.
ნიაკოს მდგომარეობა ყველამ ვიცოდით, თუ რის წინაშე ვიდექით.
მაგრამ წამითაც არ გამიფიქრებია, რომ ეს ამბავი ცუდად დამთავრდებოდა. სასწაული მოახდინეს, ნიაკო გადაარჩინეს და მეორედ აჩუქეს სიცოცხლე.
ყოველი წამი იბრძოდნენ, რომ ნია უნდა გადარჩენილიყო და გადაარჩინეს კიდეც. ლევან ტარუაშვილი, ნიაკოს პირადი ღმერთი. ასე ვუწოდებ.
რეანიმაცია – არ ვიცი, ამ გუნდზე რა ვთქვა. ნიაკოს დედობას უწევდნენ. მაკუნა თევზაძე – ამ ადამიანზე ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ვილაპარაკებ, მეიმედები.
ნიაკოს ექთნები მიყვარხართ. უდიდესი მადლობა ნიაკოს გადარჩენისთვის და იმისთვის, რომ საკუთარი შვილივით უვლიდით“, – წერს სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე