რეზონანსი
18.01.2025

ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ"-ში გადასვლას სოცალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი შოთა არველაძე ეხმაურება. ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის თქმით, კვარაცხელიას საფრანგეთში თამაშისას უფრო მეტ უნარებს გამოავლენს.  

"ხვიჩას თამაშის სტილმა და ევროპაში მისმა გაბრწყინებამ, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვამყოფა აღფრთოვანებაში და მიხარია, რომ ისეთ კლუბში ითამაშებს, სადაც მის სტილსა და უნარებს კიდევ უფრო დიდი გასაქანი ექნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლუის ენრიკე თანამედროვეობის გამორჩეულად ძლიერი სპეციალისტია და მასთან, კვარა კიდევ უფრო სრულყოფილი მოთამაშე გახდება. 

იმისდა მიუხედავად, რომ ამ კლუბში ითამაშეს მესიმ, ნეიმარმა, ზლატანმა, რონალდინიომ და ბექჰემმა, ვფიქრობ პსჟ თავის ისტორიაში ყველაზე დიდ და დასამახსოვრებელ ნაბიჯს სწორედ კვარასთან ერთად გადადგამს და დარწმუნებული ვარ ამას მალე ერთად ვნახავთ. 

კვარა გილოცავ ამ წარმატებულ ნაბიჯს. ვულოცავ შენს დიდ ოჯახს, და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ტრანსფერში. ველოდებით გაბრწყინებას! ", - წერს შოთა არველაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×