რეზონანსი
13.02.2025

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "რუსთავი 2"-ის წამყვან ნინო შუბლაძეს მიმართავს. საქმე ეხება გუშინდელ ეთერს, როდესაც გადაცემაში "ნაცმოძრაობის" სახე გიორგი ვაშაძე საუბრობდა:

„ნინო შუბლაძე,

მე მრცხვენია შენს მაგივრად.

სოლიდაორბის ერთი სიტყვა როგორ ვერ დაგაცდევინა სტუმარმა მიშიმშილე კოლეგის მიმართ?!

ასე რამ დაგაბეჩავათ მაგ ტელევიზიაში?!

იმას რომ არკვევ, დანაშაულია თუ არა პოლიციელისთვის სილის გაწვნაო, ისიც იკითხე, რამდენად სამრთლიანია ამ დანაშულისთვის 4-დან 7 წლამდე მუხლის წაყენება და რაც მთავარია, რამდენად აუცილებელი იყო მზიას წინასწარ პატიმრობაში ჩასმა? ანუ შენც გგონია, რომ მზია რეციდივისტია და გირაოთი რომ გამოეშვათ და ასე გაგრძელებულიყო ძიება, დანაშაულს თავიდან ჩაიდენდა?

მისი წინასწარ პატიმრობაში ჩასმა მინც არ გეუბნება არაფერს?

მაგრამ ასე მგონია, სამთავრობო მედიებში სინდისთან ერთად ფიქრის უნარიც დაკარგეთ“ - დაწერა მეტრეველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×