რეზონანსი
14.02.2025

სამოქალაქო აქტივისტი, დოდი ხარხელი, სოციალურ ქსელში, წერს:

„როგორ არ შეგვაშინოს ჯარიმებმა, არამედ პირიქით, ვესწრაფოდეთ მათ. რამდენი ჯარიმაც არ უნდა მიიღოთ, სულ რომ შვიდჯერ გადაკეტვაზე დაგიბარონ, გთხოვთ, ყველას უთხარით და თქვენც გაიგეთ: ფონდები იხდიან ჯარიმების თანხას. არავინ არ ვიხდით ჩვენით, არ ვიღებთ სესხს და ა.შ.

ფონდებს ავსებენ ბიზნესები და ემიგრანტები. ამით ეხმარებიან პროტესტს. ეს ორი ფონდია, რომელსაც მიმართავთ:

Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

prosperitygeorgia.org

ადვოკატების ჯარია ჩვენს მხარეს და ყველა კითხვაზე პასუხიც არის ცხელ ხაზზე (არასამთავრობოების, ფედერალისტების). და ასევე, ეს ყველა ჯარიმა, რაც ჩვენი სახელით იქნება გადახდილი, უნდა დაგვიბრუნდეს ჩვენ. ამ პირობას ვითხოვთ პოლიტიკური პარტიებისგან, რომ ცოტა ვადიან ანაბარად და მომავლის ბონუსად ვუყურებდეთ, და არა ხარჯად", - წერს დოდი ხარხელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×