რეზონანსი
20.02.2025

დაპატიმრებული აქტივისტის, ზვიად ცეცხლაძის დედა, ნარგიზი დავითაძე ტელეეთრში საინტერესო ამბავზე

ჰყვება. მას აქვს ეჭვი, რომ მისი ტყუპისცალი შვილი, რომელზეც სამშობიაროში უთხრეს, რომ დაიღუპა, ცოცხალია.

„ჩემი ორსულობა აუცილებელი იყო, რადგან მქონდა სიმსივნე და მხოლოდ მშობიარობა უშველიდა. აღმოჩნდა, რომ ტყუპები მყავდა. მითხრეს, რომ ერთი დაიღუპა და დაკრძალვას ჩემი ნათესავები დაესწრნენ. მე დაღუპული ბავშვი არ მინახავს. ზვიადს ჩვენგან გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა მისი ტყუპისცალი ძმა

ცოცხალი იყოს.

ზვიადი დავტოვეთ მუზეუმში და იმ დროში, ვერანაირად იქნებოდა ლუბლიანაზე. არადა ვხედავ ბიჭს, რომელიც ზვიადი მგონია… მივედი და უცებ დავფიქრდი, რომ ზვიადის სხვა ტანსაცმელი აცვია, მაგრამ მაინც ეჭვი შემეპარა… ძალიან გავდა… ეჭვი მაქვს, სანამ მე ჩემი ექიმი მომხედავდა, ხომ არ შეეშალათ რაღაც… მოძრაობაც კი ერთნაირი ჰქონდათ, ამიტომ გამიჩნდა ეჭვი“, – ამბობს ნარგიზი დავითაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×