რეზონანსი
21.02.2025

ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ძალიან უკმაყოფილოა. საქმე ეხება პლატფორმა „თავისუფალი ბიზნესების“ გადაწყვეტილებას, რომ შეგროვებული ფულით მხოლოდ 3 ოპოზიციურ არხს დაეხმაროს, ხოლო სხვები პირში ჩალაგამოვლებული დატოვოს:

„რაღაც კუტოკმა, კერძოდ freebusiness-მა ჩათვალა, რომ საქართველოში დემოკრატიის ბურჯი მედია არის 3 არხი. კუტოკს ვუსურვებ თვალსაწიერის გაფართოებას, მიზეზ–შედეგობრიობის გააზრებას, იმის გაცნობიერებას, რატომ აქვს საქართველოში დედა ნატირები დამოუკიდებელ მედიას ქრონიკულად. მეტს არაფერს დავწერ ამ ეტაპზე. შეიძლება სუბიექტურად გამოვჩნდე, თან კოლეგიალობა, მეგობრობა, ესა, ისა, მეც ცოტა კუტოკური თავშეკავება მჭირს როგორც ჩანს. თუმცა, ერთხელ თუ არ დამეზარა, დავჯდები და დეტალურად მოგიყვებით, რატომ აქვს ქრონიკულად, წლების მანძილზე დედა ნატირები ამ ქვეყანაში დამოუკიდებელ მედიას. მაგის მეტი რა ვიცი“, - დაწერა ჯანგირაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×