
ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე ეხმიანება "უოლ სთრით ჯორნალის" ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე, ორშაბათს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, შესაძლოა, კენჭი უყარონ აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სწრაფად დასრულებას ითხოვს – რეზოლუციას ერთადერთი თანასპონსორი ჰყავს – საქართველოს მთავრობა.
„აკი “ოცნება” ტრამპის ადმინისტრაციაზე ვერ გავიდაო?! გასულა… თუნდაც რომ ვივარაუდოთ, რომ ჯერ არ გასულა და თანასპონსორად ამ რეზოლუციაზე რუსეთის ჩარევით დარეგისტირდა საქართველოს მთავრობა, ტრამპის ადმინისტრაციისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გაერომ სწორედ მის რეზოლუციას უყაროს კენჭი და არა, უკრაინის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომ ამ ფაქტს “ოცნება” უდავოდ გამოიყენებს ტრამპის ადმინისტრაციისგან ბენეფიტების მისაღებად… შედეგებზე სამსჯელოა“ - დაწერა ლაგაზიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე