რეზონანსი
25.02.2025

თბილისის 190-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„თბილისის 190-ე საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს სკოლის ექიმის გარდაცვალების გამო.

შესანიშნავი პროფესიონალი, კეთილსინდისიერი პიროვნება, რომელიც ერთგულად და თავდაუზოგავად ემსახურებოდა სკოლას, გარდა პროფესიონალიზმისა, იყო საოცრად თბილი, ყურადღებიანი და მზრუნველი პიროვნება.

ამასთანავე, ქალბატონი მარიკა გახლდათ გმირი დედა, რომელმაც აღზარდა ოთხი წარმატებული შვილი. მისი სიკეთე და თავდადება მუდამ დარჩება ჩვენს გულებში.

სკოლის კოლექტივის სახელით, ვუსამძიმრებთ მის ოჯახს. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი,“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×