
რამდენიმე საათის წინ თბილისში, მეტეხის ხიდთან ავტომობილი მტკვარში ჩავარდა. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა იქ ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი გიგი ზარანდია, რომელსაც მეუღლე და შვილი დარჩა.
მამაკაცი, რომელიც "ფორდის" მარკის ავტომობილით ძლიერად დაეჯახა ხიდის ჯებირს და ამის შემდეგ ავტომობილით მტკვარში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველ კადრები გვერდმა "ჩემი ქალაქი მკლავს" გაავრცელა.
კადრებში ჩანს, რომ შემთხვევით გადარჩა გამვლელი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტროტუარზე გადაადგილდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე