
ბლოგერი შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მისი წერილიდან ირკვევა, ახალგაზრდა ფოტოგრაფი სოსო ლომიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. კომენტარებში წერენ, რომ მიზეზი გულის შეტევა გახდა.
„გლოვობს ჩემი ხაშური. მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ეს რა ტრაგედია დატრიალდა… ეს ანგელოზი გარდაიცვალა, გაქვავებულები ვართ.
მზე, სიკეთის ბიჭი გაგვიფრინდა.
ბოლოს ასე როდის მეტკინა გული არ ვიცი… როგორი კარგი ადამიანი იყო… ნეტავ, იცოდეს, როგორ დაწყვიტა გული მთელ რაიონს… ყველას ასე რატომ უყვარდა ეს ბიჭი… სიტყვებია ზედმეტია, ისეთი ტკივილია“, – წერს შოთო სიხარულიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე