
თბილისში მეტეხის ხიდიდან მდინარეში მანქანით გადავარდნილი ახალგაზრდის შესახებ ახლობლები ემოციურ მიმართვას აქვეყნებენ.
„გიგი, შენი ოჯახის ნუგეში არავის შეგვიძლია... დაგვამუნჯე და დაგვადუმე გარშემო ყველა... ქვაც კი ტირის შენი მშობლების, ცოლის შემხედვარე. სამხარაულში იმის იმედით მივედით, რომ იქ შენ არ იქნებოდი, მაინც არ გვინდოდა ამ ფაქტის დაჯერება. ჯიუტად ვეწინააღმდეგებოდით შენი გარდაცვალების ფაქტს, მაგრამ სულ ტყუილად... სული მტკივა და ეს ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ელისოს და კუსას დამართე... ბაბუა ქალივით ტიროდა და ედემის ხმა ახლაც საზარლად ჩამესმის ყურში. რატომ ღმერთო, რატომ? 23 წელი გეყო სიცოცხლისთვის??“ - წერს დაღუპულის ახლობელი.
4 მარტს, თბილისში, მეტეხის ხიდიდან მანქანა წყალში გადავარდა, რომელსაც გიგი ზარანდიას სიცოცხლე ემსხვერპლა.
მტკვარში სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. მყვინთავებმა მდინარეში ჩავარდნილი ავტომობილი 17 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე