რეზონანსი
31.03.2025

წყალტუბოს „სამგურალი“ ყოფილი ფეხბურთელის დაღუპვის შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

„სამწუხარო ამბავი გვაქვს: 23 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა „სამგურალის“ ყოფილი ფეხბურთელი ლეანდრო ლიმა. ბრაზილიელი ნახევარმცველი „სამგურალში“ 2023 წლის სეზონში თამაშობდა და საქართველოს თასზე გოლიც აქვს გატანილი.

ჩვენი კლუბის სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს“, - ვკითხულობთ პოსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×