რეზონანსი
31.03.2025

ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წას­ვლა ერ­თა­დერ­თი სი­ახ­ლე არ ყო­ფი­ლა რუსკა მაყაშვილის ცხოვ­რე­ბა­ში. მსახიობი შვი­ლებ­თან ერ­თად ცალ­კე გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. გო­გო­ლა კა­ლან­და­ძის ტელერუბ­რი­კა­ში მსა­ხი­ობ­მა მა­ყუ­რე­ბელს ახა­ლის სახლი და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა. მი­უ­ხე­და­ვად ტე­ლე­წამ­ყვა­ნის რამ­დე­ნი­მე­ჯერ ჩა­კი­თხვი­სა, რუს­კამ თავი აა­რი­და მის ამ­ჟა­მინ­დელ ოჯა­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უ­ბარს.

რუს­კამ 2015 წელს მო­რაგ­ბე სან­დრო ნი­ჟა­რა­ძე­ზე იქორ­წი­ნა. მათი ოჯა­ხუ­რი იდი­ლია წლე­ბის მან­ძილ­ზე გაგ­რძელ­და და ორი შვი­ლი ილია და კატო შე­ე­ძი­ნათ.

"სა­ინ­ტე­რე­სოა მარ­ტო ცხოვ­რე­ბა. ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვის პლუ­სე­ბი და მი­ნუ­სე­ბი. რა­ღაც ახა­ლი ეტა­პია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მარ­ტო, ცალ­კე ცხოვ­რე­ბის, ვნა­ხოთ რო­გორ იქ­ნე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წა­მო­ვე­დი, მი­ზე­ზი იყო შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა. მე ვთვლი, რომ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სად მუ­შა­ობ, ყველ­გან შე­გიძ­ლია გაპ­რო­ტეს­ტე­ბა. მე რომ არ მო­მე­ცა ამ ყვე­ლაფ­რის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის უფ­ლე­ბა და როცა არ ეთან­ხმე­ბი იმ პო­ლი­ტი­კას, რა პო­ლი­ტი­კა­საც ის არხი აწ­ვე­ბა, ამ დროს ჯო­ბია, რომ ადგე და გა­ე­ცა­ლო. ბევ­რი ვი­ფიქ­რე... ფიქ­რი სა­ჭი­რო იყო მა­ინც, ვი­ღა­ცე­ბი იტყვი­ან, რა დროს ფიქ­რი იყოო. ვარ­ჩიე, მშვი­დად, წყნა­რად გავ­ცლო­დი, იმ­დე­ნად გა­ვე­ცა­ლე ტე­ლე­ვი­ზი­ას, რომ სა­ერ­თოდ ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­გო­ნე­ბა აღარ მინ­და".

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი ბოლო პე­რი­ოდ­ში მის ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ ცვლი­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რობს. კი­თხვა­ზე თუ რო­გორ იწყე­ბა მისი დღე, მას შემ­დეგ რაც მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში შე­იც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა, რო­გორც პი­რად­ში, ისე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, რუს­კა ამ­ბობ, რომ მას­თან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ლაგ­დე­ბა და ფაზ­ლი­ვით ეწყო­ბა.

"მარ­ტი­ვად ვუ­ყუ­რებ ბევრ რა­მეს, მაგ­რამ ისე­თი ხა­სი­ა­თი მაქვს, რომ არა­სო­დეს არ მიყ­ვარს ჩემი პრობ­ლე­მე­ბის ვინ­მეს­თვის თავ­ზე მოხ­ვე­ვა. როცა ცუ­დად ვარ, არ მიყ­ვარს ამა­ზე მე­გო­ბარ­თან სა­უ­ბა­რი, არც მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­თან. ადრე სხვი­სი პრობ­ლე­მე­ბის მოს­მე­ნა მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ახლა მა­გის ნერ­ვე­ბიც აღარ მაქვს. ზო­გა­დად მიყ­ვარს მე თა­ვად მო­ვაგ­ვა­რო პრობ­ლე­მე­ბი. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, რომ ჩემს თავ­ზე ავი­ღო ყვე­ლა­ნა­ი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბოლო პე­რი­ო­დებ­ში არა­ვის ვაჩ­ვე­ნებ რომ და­ვი­ღა­ლე. რა­ღაც დროს ხვდე­ბი, რომ არა­ფე­რი აღარ გა­მოგ­დის და ხან­და­ხან სა­ჭი­როა დაწ­ვე და ვი­ღა­ცამ გა­და­გის­ვას თავ­ზე ხელი და გკი­თხოს, და­ი­ღა­ლე რუს­კა? - შენ კი უთხრა, რომ კი და­ვი­ღა­ლე და ამა­ში ცუდი არა­ფე­რი არ არის. ბოლო დროს ვხვდე­ბი რომ ეს შე­იძ­ლე­ბა და არა­ვინ ამიკ­რძა­ლა ამის გა­კე­თე­ბა.

ჩემს შვი­ლებს ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თლათ ბე­ბია-ბა­ბუ­ებ­ში. ყო­ველ­თვის მინ­დო­და, რომ ბავ­შვებს ჰყო­ლო­დათ კარ­გი ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი და ოჯა­ხუ­რი იდი­ლია ყო­ფი­ლი­ყო, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ცოტა ხანი ან ბევ­რი ხანი ცალ­კე ვართ..." - განაცხადა მსახიობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×