
ტელევიზიიდან წასვლა ერთადერთი სიახლე არ ყოფილა რუსკა მაყაშვილის ცხოვრებაში. მსახიობი შვილებთან ერთად ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. გოგოლა კალანდაძის ტელერუბრიკაში მსახიობმა მაყურებელს ახალის სახლი დაათვალიერებინა. მიუხედავად ტელეწამყვანის რამდენიმეჯერ ჩაკითხვისა, რუსკამ თავი აარიდა მის ამჟამინდელ ოჯახურ მდგომარეობაზე საუბარს.
რუსკამ 2015 წელს მორაგბე სანდრო ნიჟარაძეზე იქორწინა. მათი ოჯახური იდილია წლების მანძილზე გაგრძელდა და ორი შვილი ილია და კატო შეეძინათ.
"საინტერესოა მარტო ცხოვრება. ყველაფერს აქვს თავის პლუსები და მინუსები. რაღაც ახალი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში, მარტო, ცალკე ცხოვრების, ვნახოთ როგორ იქნება ეს ყველაფერი.
ტელევიზიიდან წამოვედი, მიზეზი იყო შეუთავსებლობა. მე ვთვლი, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად მუშაობ, ყველგან შეგიძლია გაპროტესტება. მე რომ არ მომეცა ამ ყველაფრის გაპროტესტების უფლება და როცა არ ეთანხმები იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკასაც ის არხი აწვება, ამ დროს ჯობია, რომ ადგე და გაეცალო. ბევრი ვიფიქრე... ფიქრი საჭირო იყო მაინც, ვიღაცები იტყვიან, რა დროს ფიქრი იყოო. ვარჩიე, მშვიდად, წყნარად გავცლოდი, იმდენად გავეცალე ტელევიზიას, რომ საერთოდ ტელევიზიის გაგონება აღარ მინდა".
რუსკა მაყაშვილი ბოლო პერიოდში მის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე საუბრობს. კითხვაზე თუ როგორ იწყება მისი დღე, მას შემდეგ რაც მოკლე პერიოდში შეიცვალა მისი ცხოვრება, როგორც პირადში, ისე სამსახურებრივი თვალსაზრისით, რუსკა ამბობ, რომ მასთან ბევრი საინტერესო ხდება, ყველაფერი ლაგდება და ფაზლივით ეწყობა.
"მარტივად ვუყურებ ბევრ რამეს, მაგრამ ისეთი ხასიათი მაქვს, რომ არასოდეს არ მიყვარს ჩემი პრობლემების ვინმესთვის თავზე მოხვევა. როცა ცუდად ვარ, არ მიყვარს ამაზე მეგობართან საუბარი, არც მეორე ნახევართან. ადრე სხვისი პრობლემების მოსმენა მიყვარდა, მაგრამ ახლა მაგის ნერვებიც აღარ მაქვს. ზოგადად მიყვარს მე თავად მოვაგვარო პრობლემები. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემს თავზე ავიღო ყველანაირი პასუხისმგებლობა.
განსაკუთრებულად ბოლო პერიოდებში არავის ვაჩვენებ რომ დავიღალე. რაღაც დროს ხვდები, რომ არაფერი აღარ გამოგდის და ხანდახან საჭიროა დაწვე და ვიღაცამ გადაგისვას თავზე ხელი და გკითხოს, დაიღალე რუსკა? - შენ კი უთხრა, რომ კი დავიღალე და ამაში ცუდი არაფერი არ არის. ბოლო დროს ვხვდები რომ ეს შეიძლება და არავინ ამიკრძალა ამის გაკეთება.
ჩემს შვილებს ძალიან გაუმართლათ ბებია-ბაბუებში. ყოველთვის მინდოდა, რომ ბავშვებს ჰყოლოდათ კარგი ბებია-ბაბუები და ოჯახური იდილია ყოფილიყო, ეს ყველაფერი არის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცოტა ხანი ან ბევრი ხანი ცალკე ვართ..." - განაცხადა მსახიობმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე