რეზონანსი
01.04.2025

მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომ თითქოს, რუსთაველზე ცეკვისთვის მან ფული აიღო.

"გაუგონარი ჭორები ვრცელდება ჩემზე, რომ რუსთაველზე ცეკვისთვის მე 100 000 და 50 000 ლარი ავიღე.

ამ სიმართლით გატაროთ ღმერთმა!

ღმერთმა იცის, რომ კაპიკი არ ამიღია უკანონოდ დაკავებულების და უდანაშაულო ბავშვების გასათავისუფლებელ აქციებზე, ჩემი ცეკვით გამოხატულ პროტესტში!

გრცხვენოდეთ და გტანჯავდეთ ცილისწამება, რომელსაც ასე უნამუსოდ და თან დარწმუნებით ავრცელებთ!" - წერს თეა დარჩია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×