
პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი ბოკერია-ჩეგოლეიშვილზე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
"ახლა ვუსმენ ტვ ეთერს, ჩერგოლეიშვილი: “სალომე ცდილობს ამ მოჯადოებული წრის გარღვევასო”. ჰოდა, ეგ და გიგა ბოკერია ამიტომ არიან ეტყობა ზურაბიშვილთან, “ჯადოს ხსნიან” ალბათ. ნუ, ამ ცოლ-ქმარს აქვს “ჯადოს მოხსნის” სტაჟი (მრავალწლიანი, 25 წლის მაინც) რაც მართალი მართალია. განსაკუთრებით მაგრა სხნიან “ჯადოს” “ციხეში”გამომწყვდეულ პატიმრებს. ციხის ბუნტის დროს ისე მოხსნეს “ჯადო”, რომ ყველაფერი სხვებს გადააბრალეს და კითხვაც კი არ დაუსვამთ მათთვის არავის, ყველა სხვას აზღვენინეს ტყუილ-მართალი და ესე იგი იციან კაცო “ჯადოს მოხსნა”. აბა, ასე ყველაფერი შეგრჩეს ან “ჯადოს მომხსნელი” ხარ ან კარგად გარიგებული პროვოკატორი.
ჰოდა, “სონა მკითხავს” გაუმარჯოს ქართულ პოლიტიკაში... ამ ცოლ-ქმარმა იმდენჯერ გაარღვია და დაარღვია ყველანაირი მორალურ-ადამიანური-ჰუმანური ზღვარი, იმდენჯერ “გაარღვიეს” და დაარღვიეს ოპოზიციური ერთობა, რომ კი ბატონო, გვჯერა "ახლაც “იზამენ“ რა პრობლემაა?!” - დაწერა ჩარკვიანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე