რეზონანსი
05.04.2025

ილიზიონისტ გია ფარადაშვილის მეუღლე, ირინა ფარადაშვილი გასულ ოთხშაბათს „პრაიმშოუში“ გასულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მინდა გამოვეხმაურო საზოგადოების უსამართლო აღშფოთებას ჩემი და ჩემი მეუღლის “პრაიმშოუში” სტუმრობის შემდეგ. ერთი მხრივ „მიხარია, რომ საზოგადოებას ისე აქვს თავისი პირადი

ცხოვრება აწყობილ-დალაგებული, რომ „კალკულატორით" სხედან ეკრანთან და სხვის პირადს განიხილავენ.

დავიბადე 1983 წლის ნოემბერში, ვარ 42 წლის. გია გავიცანის 18 წლის რომ გავხდი. ჩემი მეუღლე დღემდე მე მეკითხება ჩვენ შვილების ასაკს და არც გადაცემის მსვლელობისას გამკვირვებია წლებთან დაკავშირებული არასწორი თარიღების გაჟღერება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დაქორწინების მომენტში მე სრულწლოვანი ვიყავი, 18 წლის!

გთხოვთ თავი შეიკავეთ ბულინგისგან და ჩემზე და ჩემს ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლისგან!

გარდა ამისა, ჩემი და ჩემზე უფროსი თაობისთვის პატარა ასაკში გათხოვება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, ვგულისხმობ იმას, რომ ადრე გოგონები ძალიან პატარა ასაკში თხოვდებიდნენ

- სხვა საკითხია ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ ფაქტია. მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს სრულფასოვანი ბედნიერი ოჯახი და ყველას გისურვებთ ასეთივე ბედნიერი ოჯახის შექმნას“, - წერს ირინა ფარადაშვილი.

ცნობისთვის, გადაცემამ „პრაიმშოუს“ თემა იყო სიყვარული და რომ მან ასაკი არ იცის. ერთ-ერთი სტუმრები კო იყვნენ გია და ირინა ფარადაშვილები:

„ჩვენს შორის 27 წელია სხვაობა და ციფრებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე, მასაც ძალიან ვუყვარვარ.

რამდენიმე დღეში 67 წლის ვხდები, ახლაც შემიძლია ავდგე და ჰაერში ვიფრინო, არ ვუყურებ წლებს, ყველას ვეუბნები 36-37 წლის ვარ -მეთქი. 25 წელია ცოლ-ქმარი ვართ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×