რეზონანსი
05.04.2025

გაზაფხულის მეორე თვე უკვე დადგა და ბევრი ადამიანი სხვადასხვა ცვლილებას გეგმავს. მარტი, ასტროლოგიურად, საკმაოდ რთული თვე იყო. პლანეტა მერკურმა, რომელიც ჩვენი ცხოვრების ბევრ სფეროს, მათ შორის, კომუნიკაციას, ურთიერთობას, ფინანსებს განაგებს, რეტროგრადული მოძრაობა დაიწყო და შესაბამისად, ყველა ის მიმართულება, რომელსაც აღნიშნული პლანეტა განაგებს, შეფერხდა. პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას 7 აპრილს დაასრულებს. ის კირჩხიბის მე-9 სახლშია და პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც ურთიერთობას, რწმენას, მსოფლმხედველობასა და მოგზაურობას უკავშირდება.

2025 წლის აპრილი განსაკუთრებით წარმატებული სწორედ კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლებისათვის იქნება. შესაძლებელია, ამ თვეში ურთიერთობა აღადგინოთ იმ ადამიანთან, რომელსაც დიდი ხანია, აღარ ეკონტაქტებით, თუმცა ადრე თქვენთვის მასთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანი იყო. 

13 აპრილს პლანეტა ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას ასრულებს. ის კირჩხიბის მე-9 სახლშია. აღნიშნული პლანეტა სურვილებზე, სიყვარულზე, ფულზე, ურთიერთობაზეა პასუხისმგებელი. არ არის გამორიცხული, ბევრი კირჩხიბის ცხოვრებაში პირველი სიყვარული დაბრუნდეს. ზოგადად, ურთიერთობების თვალსაზრისით, აპრილი თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.

გარდა ამისა, აპრილში ფინანსური კეთილდღეობა გელოდებათ.

17 აპრილს მერკური თქვენი ჰოროსკოპის მე-10 სახლში შედის. ეს პოზიცია კარიერულ წინსვლასა და წარმატებაში დაგეხმარებათ. 20 აპრილს მზე თქვენი ნიშნის მე-11 სახლში შედის. შესაძლოა, მნიშვნელოვან ადამიანებს შეხვდეთ, კონტაქტები გაამრავალფეროვნოთ და სასარგებლო შეთავაზებები მიიღოთ.

ამიტომაც, წინ ძალიან საინტერესო, დატვირთული და მნიშვნელოვანი თვე გელოდებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×