რეზონანსი
08.04.2025

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით მი­მარ­თავს „იმე­დის" წამ­ყვანს ნა­თია სორ­დი­ას, რომ­ლის ძმაც, „ინ­დი­გოს" ჟურ­ნა­ლის­ტი საბა სორ­დია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით პო­ლი­ცი­ამ ორი დღის წინ და­ა­კა­ვა.

„მეს­მის რომ „იმედ­ზე" მუ­შა­ობ, მაგ­რამ შენი ძმა უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს და გა­ნა­ჩენ­საც კი არ უცხა­დე­ბენ. პრო­ცე­სი 17 ში გა­და­დეს.იქ­ნებ ჩვენ­გან მა­ინც გა­ი­გონ „იმე­დე­ლებ­მა", რომ ბიჭი უბ­რა­ლოდ იდგა და და­ა­კა­ვეს" - წერს ჯორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, საბა სორ­დი­ას საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას 17 აპ­რილს გა­მო­ა­ცხა­დებს.

სორ­დია 48-სა­ა­თი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

სორ­დი­ამ სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა, თუ რო­გორ მოხ­და მისი და­კა­ვე­ბა.

„ჩემ­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა იმას მოჰ­ყვა, რომ ისი­ნი ზე­და­პი­რუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში არ მოქ­მე­დებ­დნენ, მათ თვით­ნე­ბუ­რად გა­და­წყვი­ტეს ჩემი ჩან­თის ჩხრე­კა. სა­სა­მარ­თლო­ზე ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ჩვე­ნე­ბა მის­ცა ორმა მოწ­მემ. ერთი ამ­ბობ­და, რომ ჩან­თას სა­ერ­თოდ არ შე­ხე­ბია, შემ­დეგ­მა მოწ­მემ კი თქვა, რომ ის იყო პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც ჩემი ჩან­თის გახ­სნის შემ­დეგ ერთ-ერთ ჯი­ბე­ში წა­ი­ღო ხელი, რა­საც ჩემი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა.

ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ მათ მონა ვუ­წო­დე, ეს ფრა­ზა სა­ერ­თოდ არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია, როცა მათ ოქმი შე­ავ­სეს, რო­მელ­საც ხელი არ მო­ვა­წე­რე, იქ სა­ერ­თოდ არ ეწე­რა ეს ფრა­ზა, მერე არის მი­წე­რი­ლი. სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი მან­ქა­ნა­ში, არ შე­უ­გი­ნე­ბი­ათ, მაგ­რამ ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში პერ­სო­ნა­ლუ­რად მა­ყე­ნებ­დნენ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ალ­ბათ, სა­ყუ­რემ გა­მო­იწ­ვია, ინ­ტრი­განს მე­ძახ­დნენ. სხვა­თა შო­რის, ვიდ­რე სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ამო­მიყ­ვან­დნენ, ერ­თმა­ნეთს პი­რო­ბა მი­ვე­ცით, ისეთ რა­მეს არ ვი­ტყო­დით, რაც არ ყო­ფი­ლა, მე ეს პი­რო­ბა შე­ვას­რუ­ლე, მათ ეს პი­რო­ბა და­არ­ღვი­ეს. ერ­თმა ღმერ­თი და­ი­ფი­ცა და მო­ი­ტყუა" - თქვა სორ­დი­ამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×