რეზონანსი
10.04.2025

17 აპ­რი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­ლი და დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის პროგ­ნოზ­ზე გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სმა სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ ისაუბრა:

"გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცივი და ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი იყო, საკ­მა­ოდ დიდი ნა­ლე­ქი მო­ვი­და გუ­და­ურ­ში, სტე­ფან­წმინ­და­ში, ძი­რი­თა­დად აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყველ­გან წვიმ­და, მა­ღალ მთა­ში თოვ­და, მაგ­რამ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო ძლი­ე­რი ნა­ლე­ქი აღი­ნიშ­ნა. გუ­შინ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში +13 გრა­დუ­სი იყო, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში კი +15. დღეს კი­დევ უფრო და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რას ვვა­რა­უ­დობთ, +5-10 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში +8-13 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში.

თბი­ლის­ში დღეს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +11-13 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში და­ფიქ­სირ­დე­ბა. ხვალ დი­ლამ­დე იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი, თბი­ლის­ში დრო­გა­მოშ­ვე­ბით 20-25 მეტრ წა­მამ­დე. 11 აპ­რილს დი­ლი­დან გა­მო­ი­და­რებს, ქა­რიც შე­სუს­ტდე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 18 გრა­დუ­სამ­დე, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი 15 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს. თბი­ლის­ში 14 გრა­დუ­სია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ხვალ გვი­ან სა­ღა­მოს ისევ ყველ­გან გაწ­ვიმ­დე­ბა და­სავ­ლეთ, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც და 12 აპ­რი­ლის შუ­ა­დღემ­დე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცივი და ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი. ტემ­პე­რა­ტუ­რა ისევ და­იკ­ლებს. შე­და­რე­ბით ცივი და ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 17 აპ­რი­ლამ­დე.

სა­ვა­რა­უ­დოდ 17 აპ­რი­ლი­დან გა­მო­ი­და­რებს და აღ­დგო­მის დღე­ებ­ში თბი­ლი და უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ამინ­დის პროგ­ნო­ზის და­ზუს­ტე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა", - განუცხადა "ამბებს" ნიორაძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×