რეზონანსი
23.04.2025

რუსთავში, ტბაში სამი პირის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ცხოვრობდნენ. როგორც მათი თანასოფლელები აცხადებენ, მამაკაცსა და მის შვილებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მამა შვილებთან ერთად, სავარაუდოდ, სათევზაოდ იყო წასული.

„რატომ დამღუპე გია რას მერჩოდი. ან შენ რად დაიღუპე თავი და ან შენი ანგელოზებიც რომ გაიყოლე. როგორ მოვიშუშო ეს დარდი... მშვიდობით ჩემო ბიჭებო. მამასთან ერთად სასუფეველი დაგიმკვიდროთ უფალმა. თქვენთვის ვილოცებ სანამ ვარსებობ ამ ქვეყნად. მიყვარხართ სამივე. მშვიდობით“, - წერს გიას მეუღლე, მზია გიგაური. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×