
მშვენიერი ლიკა ქორქიას პირად ცხოვრებაში სიახლეა. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ დაოჯახდა. მისი რჩეული კი ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, ბიზნესმენი გიორგი ასლამაზიშვილი. უკვე წლებია, რაც მოდელი და ტელესახე პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებს.
კომენტარზე მოდელს "ამბები" დაუკავშირდა, მაგრამ პირადზე საუბარი მან არც ამჯერად ისურვა:
"დიახ, გიდასტურებთ, რომ დავოჯახდი. ჩემი მეუღლე გიორგი ასლამაზიშვილია. ჩვენი ურთიერთობა ძალიან ახალია, ვფიქრობ, ჩემს გარშემო ბევრი თქვენგან გაიგებს ამ ამბავს. ძალიან კარგად ვარ, ბედნიერად, მართლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. რაც მთავარია ძალიან კარგად ვართ, ბედნიერად და კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გავხდით ერთად ჩვენს ცხოვრებას", - განაცხადა ქორქიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე