
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი 39 წლის ქეთი წიქვაძე რეზი არველაძის უფროსს ვაჟს, 31 წლის ნიკა არველაძეს გაჰყვა ცოლად. წყვილის დაოჯახებამ უხმაუროდ, ქორწილის გარეშე ჩაიარა. მხოლოდ ახლა, მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის ჟურნალ "სარკესთვის" მიცემული ინტერვიუდან გახდა ცნობილი, რომ ლორთქიფანიძეები არველაძეებთან დანათესავდნენ. ნანა ლორთქიფანიძე ქეთი წიქვაძის დედაა.
"მალე მესამე შვილიშვილის ბებია გავხდები. 2 წლის წინ ქეთი ცოლად გაჰყვა ნიკა არველაძეს. ცნობილი ფეხბურთელის, რეზი არველაძისა და დიზაინერ თეონა თავართქილაძის უფროს ვაჟს. ახლა ქეთი ფეხმძიმედ არის. ოქტომბერში ბავშვს ველოდებით. მესამე ბიჭის ბებია გავხდები…“ - აღნიშნა ნანა ლორთქიფანიძემ.
ცნობისთვის, ქეთი 22 წლის იყო, როცა პირველი ოჯახი შექმნა, თუმცა მეუღლეს მალევე დაშორდა. მას ორი შვილი ჰყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე