რეზონანსი
29.04.2025

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ დი­ზა­ი­ნე­რი თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძე მე­ო­რე, მსა­ხი­ო­ბი ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე კი მე­სა­მე შვი­ლიშ­ვილს ელო­დე­ბი­ან. ცნო­ბი­ლი ოჯა­ხე­ბი ორი წლის წინ და­ნა­თე­სავ­დნენ. ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის შვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი 39 წლის ქეთი წიქ­ვა­ძე, ცო­ლად თე­ო­ნას ვაჟს 31 წლის ნიკა არ­ვე­ლა­ძეს გაჰ­ყვა.

წყვი­ლის და­ო­ჯა­ხე­ბამ უხ­მა­უ­როდ, ქორ­წი­ლის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა. მხო­ლოდ ახლა, ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ინ­ტერ­ვი­უ­დან გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ე­ბი არ­ვე­ლა­ძე­ებ­თან და­ნა­თე­სავ­დნენ. ამ თე­მა­ზე ქეთი წიქ­ვა­ძემ "პრაიმ ტაიმთან" ისაუბრა:

„მე და ნიკა ბევრი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, დიდი ხანია ერთად ვართ. ერთმანეთი ოჯახების მეშვეობით არ გაგვიცვნია, თუმცა ჩვენი ოჯახები ახლობლობენ და ზუსტად ეს ახლობლობა იყო იმის მიზეზი, რომ ჩვენი ერთად ყოფნა უფრო საპასუხისმგებლო და მოსაფრთხილებელი ყოფილიყო. ბოლო ერთი წელია მე, ნიკა და ბავშვები ერთად ვცხოვრობთ. გავხდით ერთი დიდი ოჯახი, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს.

ჩვენი ოჯახები ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ ფაქტს და ამ ურთიერთობას, საბედნიეროდ, ბარიერები არ შეუქმნია, პირიქით, კიდევ უფრო ახლობლები გავხდით ყველანი ერთმანეთისთვის. ზაფხულობით ხშირად ვისვენებდი ნიკას ოჯახთან ერთად ჩაქვში. ამდენად ჩვენ - მე, თეონა და რეზი უფრო ვმეგობრობთ, ვიდრე "ვ-რძალ-ვ-დედამთილ-ვ-მამამთილობთ". დღეს კი ყველა ერთად ვართ პატარა ბიჭის მოლოდინში...

ნიკა თავისი პროფესიით არ მუშაობს, ბიზნესის კუთხით არის დაკავებული. ყველაზე განსხვავებული არველაძეა, არ უყვარს ხმაური მის გარშემო, ამიტომ ხელის თხოვნა ძალიან მშვიდ გარემოში მოხდა - მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.

ქორწილი და ჯვრისწერა სამომავლოდ დავგეგმეთ, რადგან ახლა ორსულად ვარ და გადავწყვიტეთ, რომ ეს ცერემონიალები ბავშვის გაჩენის შემდეგ გავაკეთოთ, მეც რომ სრულფასოვანი მონაწილე ვიყო ამ ყველაფრის. ჯერ ხელიც არ მოგვიწერია. არ შემიძლია ორსული პატარძლობა. გულით მინდა, რომ ამ დღეს ყველაზე მეტად მე გავერთო.

რაც შეეხება ასაკს, ჩვენს შორის 8 წელია სხვაობა. თავიდან მე მქონდა პატარ-პატარა ბარიერები, მაგრამ ნიკამ ყველაფერი მოახერხა და მიაღწია იმას, რომ არასდროს მახსენდება ეს სხვაობა.

არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ჩვენზე, რომ თითქოს წლებია დავქორწინდით. სინამდვილეში, ეს ყველაფერი რეალურად ახლა ხდება ჩვენს თავს“, - განაცხადა ქეთი წიქვაძემ.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×