
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
28 აპრილი
ეს დღე მოთმინებას, გამძლეობასა და თავშეკავებას მოითხოვს. აღნიშნულ დღეს იმპულსური გადაწყვეტილებების მიღების რისკი იზრდება. შესაძლოა, დაბრკოლებები შეგვხვდეს და არასასურველ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. გადაწყვეტილებების მიღებისას ფრთხილად იყავით, რადგანაც მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, შედეგით მომავალში განსაკუთრებით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ. (ასევე დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი 2025 წლის მაისში ნამდვილ სიყვარულს შეხვდება - ასტროლოგები ასახელებენ)
29 აპრილი
სტაგნაციისა და გაუგებრობის ენერგიამ შეიძლება, წინსვლაში ხელი შეგვიშალოს. შესაძლოა, კომუნიკაცია განსაკუთრებით გაგვიჭირდეს და კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ. ამიტომაც, ამ დღესაც ჯობს, არსებული საქმეებზე ვკონცენტრირდეთ და ახალი საქმეების წამოწყებაზე უარი ვთქვათ. თუ ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობას იგრძნობთ, ნუ ინერვიულებთ, ემოციურად რთული პერიოდი მალე გაივლის.
30 აპრილი
ამ დღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას განსაკუთრებით მოერიდეთ. გადაჭარბებულმა მოლოდინებმა შეიძლება, იმედგაცრუება გამოიწვიოს. გარდა ამისა, იზრდება ტყუილისა და მანიპულაციის რისკი. ამიტომაც, თითოეული ამბავი კარგად გადაამოწმეთ.
1-ლი მაისი
ამ დღეს შესაძლოა, მომატებული ემოციურობა იგრძნოთ და აგრესიაც გამოხატოთ. ვიდრე რაიმეს გააკეთებთ, შედეგებზე კარგად დაფიქრდით და წარმატების შანსები შეაფასეთ.
2 მაისი
ამ დღეს სიხარული, ჰარმონია და მცირე, მაგრამ სასიამოვნო წარმატება მოაქვს. შესანიშნავი დღეა კომუნიკაციისთვის, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისა და ახალი პროექტების დაწყებისთვის. გამოხატეთ მადლიერება თითოეული სასიამოვნო წვრილმანისთვის და ბევრად მეტ იღბალსა და წარმატებას მიიღებთ.
3 მაისი
აღნიშნულ დღეს შესაძლოა, იფიქროთ, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებდით, დაპაუზდა და წინსვლას ვეღარ ახერხებთ. უენერგიობას ნუ შეეწინააღმდეგებით, კვლავ იპოვით საჭირო მოტივაციას, რომ წინსვლა განაგრძოთ. მთავარია, უიმედობამ არ შეგიპყროთ.
4 მაისი
კვირის ბოლოსკენაც ასტროლოგები კვლავ გვირჩევენ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მივიღოთ. შესაძლოა, ამ დღეს მგზავრობასთან, სხვადასხვა გეგმასთან დაკავშირებული საკითხები ჩაიშალოს და არასასურველი შედეგი მივიღოთ. უმჯობესია, მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა უფრო სტაბილური დროისთვის გადადოთ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე