რეზონანსი
05.05.2025

ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­რო უკვე წლე­ბია ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბით ნაკ­ლე­ბად არის გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი. მომ­ღე­რალ თიკა ჯამ­ბუ­რი­ა­სა და თედო გო­გო­ლა­ძის დუ­ეტ­მა "აურა", დღის სი­ნათ­ლე აპ­რი­ლის ბო­ლოს იხი­ლა. სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან მე­ლო­დი­უ­რია, მა­ყუ­რე­ბელ­მა ად­ვი­ლად და­ი­მახ­სოვ­რა და აი­ტა­ცა, თუმ­ცა სა­კა­მა­თო ტექ­სტის ნა­წი­ლი გახ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სიმ­ღე­რა­ში გა­მე­ო­რე­ბუ­ლი ფრა­ზა "ყვე­ლა ისე ცხოვ­რობს, რო­გორც და­იმ­სა­ხუ­რა", - სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­წილ­მა ეს მძი­მე გან­ცხა­დე­ბად აღიქ­ვა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვინც ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბის მსხვერ­პლია.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ, თიკა ჯამ­ბუ­რი­ამ "ამბებთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გან­მარ­ტა სიმ­ღე­რის ნამ­დვი­ლი ში­ნა­არ­სი და გა­მოთ­ქვა სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ ამ ტექ­სტში შე­იძ­ლე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბო­დეს, რომ შვილმკვდა­რი დე­დე­ბი ან ლე­ი­კე­მი­ა­ნი ბავ­შვე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ სიკ­ვდილს?

ადა­მი­ა­ნი რო­გორც ცხოვ­რობს, რო­გორ ენერ­გი­ა­საც უშ­ვებს სამ­ყა­რო­ში, რო­გორც ცდი­ლობს რომ წა­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა, ისე შე­უძ­ლია წა­იყ­ვა­ნოს, მაგ­რამ გან­გე­ბა ღმერ­თი მო­მა­ვა­ლი რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს, ამას ჩვენ ვერ ვგეგ­მავთ.

"რა­სა­ცა დას­თეს იმას მო­იმ­კი“, "რა­სა­ცა გას­ცემ შე­ნია, რაც არა და­კარ­გუ­ლია“, "კარ­მა იზ ე ბიჩ“ - ეს ან­და­ზე­ბი, რა­ტომ არ არის ამ­ხე­ლა ამ­ბის გა­მომ­წვე­ვი, რე­ა­ლუ­რად ზუს­ტად იგი­ვე ში­ნა­არ­სი აქვს.

ის რომ ჩვენს ცხოვ­რე­ბას, ჩვენ თა­ვად გან­ვა­გებთ, ამა­ში რა არის გა­ურ­კვე­ვე­ლი. იმას ხომ არ ვმღე­რით, ვი­ღაც რომ მოკ­ვდა და­იმ­სა­ხუ­რაო. რო­გორც ახლა ამ მო­მენ­ტში ჩვენ ვცხოვ­რობთ, რა ფიქ­რე­ბიც გვაქვს, ისე­თი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბაც. სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან გა­ვარ­და, გატ­რენ­დდა და ვი­ღა­ცამ გა­და­წყვი­ტა, რომ ეს თემა ნე­გა­ტი­უ­რად გა­ე­შა­ლა და ბევ­რი მო­წო­ნე­ბა და­ეგ­რო­ვე­ბი­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ხალ­ხსაც მეტი რა უნ­დო­და აჰ­ყვა.

ამის გამო ისე მლან­ძღავ­დნენ და ისეთ რა­მე­ებს მი­ქე­ქავ­დნენ. არა­ვის საქ­მე არ არის ჩემი წარ­სუ­ლი, მე რამ­დე­ნი ხანი ვი­ყა­ვი დეპ­რე­სი­ა­ში ან რა და­ა­ვა­დე­ბა და­ვა­მარ­ცხე და ვიმ­სა­ხუ­რებ თუ არა ამას. მე ხომ არა­სო­დეს არა­ვის­თან შევ­ვარ­დნილ­ვარ და ბო­რო­ტე­ბა არ მი­სურ­ვე­ბია. და­მა­ნე­ბონ მეც თავი, მა­ცხოვ­რონ ჩემი ცხოვ­რე­ბით. ვიმ­ღე­რებ, რა­ტომ მღე­რი, არ ვმღე­რი, რა­ტომ არ მღე­რი, გავ­სუქ­დი, რა­ტომ გა­სუქ­დი, გავ­ხდი, რა­ტომ გახ­დი. ზუს­ტად ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ ბევ­რი კარ­გი რამ და­მე­მარ­თე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ზუს­ტად ისე ვცხოვ­რობ, რო­გორც და­ვიმ­სა­ხუ­რე", - განაცხადა მომღერალმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×