რეზონანსი
06.05.2025

ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი, დაჩი გარდაიცვალა. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ახლობლების ინფორმაციით, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო და კერძო საბავშვო ბაღში დადიოდა. 

„რომ იტყვიან, ყველა გულგაპობილები ვართ, ვინც ამ ბავშვის მშობლებს ან ამ ბაგა-ბაღის აღმზრდელებს თუნდაც შორიდან იცნობს. ასეთ ტრაგედიაზე ლაპარაკიც კი ძალიან მძიმეა. იმედია ამ ტრაგედიაში წინასწარ არავის დაადანაშაულებენ. აღნიშნულ ბაგა-ბაღი თითქმის 10 წელიწადია მუშაობს ახალციხეში და ამდენ ხანს ვერ იმუშავებდა, გაუფრთხილებელი აღმზრდელები რომ ჰყავდეს", - აცხადებს ადგილობრივი

არსებობს ვერსია, რომ ბავშვს რამე საგანი ან საკვები გადასცდა, თუმცა ექსპერტი ამბობს, რომ პირველადი დათვალიერებით, სასუნთქ გზებში უცხო ნივთი არ აღმოჩნდა. გარდაცვალების მიზეზი დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი.

2 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×