
ცნობილი მსახიობის, დათო დარჩიას ყოფილი მეუღლე, ვიქტორია ბუხნიკაშვილი გულახდილად საუბრობს ჟურნალ "სარკესთან" თავის ცხოვრებაზე. ოჯახი, ორი შვილი, თითქმის 25-წლიანი თანაცხოვრება და მოულოდნელი განქორწინება. ინტერვიუში ვიქტორია იხსენებს დათო დარჩიასთან გაცნობის ისტორიას, საუბრობს მათ ურთიერთობაზე განქორწინების შემდეგ და იმ მოტივებზე, რამაც მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე:
„წლებთან ერთად რაღაცები იწურება, მაგრამ ჩვენ მეგობრებად დავრჩით. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის დედასთან ცხოვრობს, მე ცალკე ვარ. ეს ბინა დათომ მე მაჩუქა. ადგა და ბინა გადმომიფორმა. - მე და დათო 25 წელი ვიყავით ერთად. 2019 წელს დავშორდით. ჩემს შვილებს მამა უფრო უყვართ, ვიდრე დედა. მაგრამ ამაზე არ ვბრაზდები. წასვლის ინიციატორი მე ვიყავი.
ჩვენს შორის მესამე პირი არ ყოფილა. უბრალოდ მოხდა ისე, რომ ძალიან დიდხანს ვიყავით ერთად და მოგვბეზრდა ერთმანეთი. ბევრი ოჯახი მინახავს ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთს ჭამენ. ახლა რომ ვუფიქრდები, ადამიანმა ოჯახი 40 წლის შემდეგ უნდა შექმნას.
მოდით, ასე ჩამოვყალიბდეთ. მე საკუთარი თავი ავირჩიე, ბავშვები უკვე დიდები არიან და მინდა ვიცხოვრო ისე, როგორც მე მსურს. აუცილებელი არ არის მეუღლე გყავდეს. შეიძლება მეგობარი გყავდეს. ძალიან კარგად ვარ მარტო.
დათოსთან როცა ვცხოვრობდი, იმდენად დიდი პასუხისმგებლობა მქონდა, რომ ვერ გადმოგცემთ. დილას ადრე ვდგებოდი, საუზმეს ვუმზადებდი. საღამოს თეატრიდან რომ მოდიოდა, საჭმელს ვახვედრებდი.
მე ძალიან გადავიღალე ოჯახური ვალდებულებებით და ცალკე ვარჩიე ცხოვრება. როცა მინდა ავდგები, როცა მინდა ყავას დავლევ, განვმარტოვდები, წავიკითხავ. ჩემი სამყარო მაქვს, ასე რომ, ჩემი თავი ავირჩიე.
დათომ ოპერაცია გადაიტანა, ჯერ სტენტირება გაიკეთა, შემდეგ შუნტირება. მიუხედავად იმისა, რომ გაშორებულები ვიყავით, ავადმყოფობის დროს გვერდით ვედექი და ვუვლიდი. დათოს ყოველთვის გვერდით დავუდგები. ჩვენ დღესაც მეგობრები ვართ", - განაცახადა ვიქტორია ბუხნიკაშვილმა.
"სარკე"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე