რეზონანსი
10.05.2025

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის, დათო დარ­ჩი­ას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ვიქ­ტო­რია ბუხ­ნი­კაშ­ვი­ლი გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობს ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე. ოჯა­ხი, ორი შვი­ლი, თით­ქმის 25-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და მო­უ­ლოდ­ნე­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბა. ინ­ტერ­ვი­უ­ში ვიქ­ტო­რია იხ­სე­ნებს დათო დარ­ჩი­ას­თან გაც­ნო­ბის ის­ტო­რი­ას, სა­უბ­რობს მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ და იმ მო­ტი­ვებ­ზე, რა­მაც მი­იყ­ვა­ნა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე:

„წლებ­თან ერ­თად რა­ღა­ცე­ბი იწუ­რე­ბა, მაგ­რამ ჩვენ მე­გობ­რე­ბად დავ­რჩით. ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ის დე­დას­თან ცხოვ­რობს, მე ცალ­კე ვარ. ეს ბინა და­თომ მე მა­ჩუ­ქა. ადგა და ბინა გად­მო­მი­ფორ­მა. - მე და დათო 25 წელი ვი­ყა­ვით ერ­თად. 2019 წელს დავ­შორ­დით. ჩემს შვი­ლებს მამა უფრო უყ­ვართ, ვიდ­რე დედა. მაგ­რამ ამა­ზე არ ვბრაზ­დე­ბი. წას­ვლის ინი­ცი­ა­ტო­რი მე ვი­ყა­ვი.

ჩვენს შო­რის მე­სა­მე პირი არ ყო­ფი­ლა. უბ­რა­ლოდ მოხ­და ისე, რომ ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვი­ყა­ვით ერ­თად და მოგ­ვბეზ­რდა ერ­თმა­ნე­თი. ბევ­რი ოჯა­ხი მი­ნა­ხავს ერ­თად ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს ჭა­მენ. ახლა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, ადა­მი­ან­მა ოჯა­ხი 40 წლის შემ­დეგ უნდა შექ­მნას.

მო­დით, ასე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ. მე სა­კუ­თა­რი თავი ავირ­ჩიე, ბავ­შვე­ბი უკვე დი­დე­ბი არი­ან და მინ­და ვი­ცხოვ­რო ისე, რო­გორც მე მსურს. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის მე­უღ­ლე გყავ­დეს. შე­იძ­ლე­ბა მე­გო­ბა­რი გყავ­დეს. ძა­ლი­ან კარ­გად ვარ მარ­ტო.

და­თოს­თან როცა ვცხოვ­რობ­დი, იმ­დე­ნად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მქონ­და, რომ ვერ გად­მოგ­ცემთ. დი­ლას ადრე ვდგე­ბო­დი, სა­უზ­მეს ვუმ­ზა­დებ­დი. სა­ღა­მოს თე­ატ­რი­დან რომ მო­დი­ო­და, საჭ­მელს ვახ­ვედ­რებ­დი.

მე ძა­ლი­ან გა­და­ვი­ღა­ლე ოჯა­ხუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით და ცალ­კე ვარ­ჩიე ცხოვ­რე­ბა. როცა მინ­და ავ­დგე­ბი, როცა მინ­და ყა­ვას დავ­ლევ, გან­ვმარ­ტოვ­დე­ბი, წა­ვი­კი­თხავ. ჩემი სამ­ყა­რო მაქვს, ასე რომ, ჩემი თავი ავირ­ჩიე.

დათომ ოპე­რა­ცია გა­და­ი­ტა­ნა, ჯერ სტენ­ტი­რე­ბა გა­ი­კე­თა, შემ­დეგ შუნ­ტი­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ავად­მყო­ფო­ბის დროს გვერ­დით ვე­დე­ქი და ვუვ­ლი­დი. და­თოს ყო­ველ­თვის გვერ­დით და­ვუდ­გე­ბი. ჩვენ დღე­საც მე­გობ­რე­ბი ვართ", - განაცახადა ვიქ­ტო­რია ბუხ­ნი­კაშ­ვი­ლმა.

"სარკე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×